ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერის, აიათოლა ხამენეის მიმართვა ჰაჯის მომლოცველებს ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერის, აიათოლა ხამენეის მიმართვა ჰაჯის მომლოცველებს ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერის, აიათოლა ხამენეის მიმართვა ჰაჯის მომლოცველებს بعثه مقام معظم رهبری در گپ بعثه مقام معظم رهبری در سروش بعثه مقام معظم رهبری در بله
ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერის, აიათოლა ხამენეის მიმართვა ჰაჯის მომლოცველებს ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერის, აიათოლა ხამენეის მიმართვა ჰაჯის მომლოცველებს ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერის, აიათოლა ხამენეის მიმართვა ჰაჯის მომლოცველებს ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერის, აიათოლა ხამენეის მიმართვა ჰაჯის მომლოცველებს ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერის, აიათოლა ხამენეის მიმართვა ჰაჯის მომლოცველებს

ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერის, აიათოლა ხამენეის მიმართვა ჰაჯის მომლოცველებს

ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერის, აიათოლა ხამენეის მიმართვა ჰაჯის მომლოცველებს

სახელთა ალაჰისა მოწყალისა მწყალობლისა!


والحمد للّه ربّ العالمین و صلّی اللّه علی محمّد المصطفی و آله الطّاهرین و صحبه المنتجبین


მადლობას ვუხდით მაღალ ღმერთს, რომელმაც კიდევ ერთხელ მისცა ჰაჯის ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა მუსლიმ ერებს და გაუხსნა მათ მადლისა და წყალობის გზა. ისლამურ თემს შეუძლია კიდევ ერთხელ დაინახოს თავისი ერთობა ამ გამჭვირვალე და მარადიულ სარკეში და უარი თქვას  განხეთქილებასა და დანაწევრებაზე.


მუსლიმთა ერთობა, ჰაჯის ორი ძირითადი საფუძვლიდან ერთ-ერთია, რომელიც ზიქრთან და სულიერებასთან ერთად, რომელიც ამ იდუმალი მოვალეობის სხვა ფუნდამენტური საფუძველია, შეუძლია ისლამური ერი მიიყვანოს პატივისა და ბედნიერების სიმაღლეებამდე  - "და დიდება ეკუთვნის ღმერთს, მის მოციქულს და მორწმუნეებს." ჰაჯი არის ამ ორი პოლიტიკური და სულიერი ელემენტის ერთობლიობა; და ისლამის წმინდა რელიგია არის პოლიტიკისა და სულიერების დიდებული და დიადი ნაერთი.


უახლეს ისტორიაში, მუსლიმი ხალხის მტრები არ იშურებდნენ ძალისხმევას, რათა ეს ორი მაცოცხლებელი ელექსირი -  ერთიანობა და სულიერება, ჩვენს ხალხებს შორის დასუსტებულიყო. ცდილობენ შეამცირონ სულიერება დასავლური ცხოვრების წესის პოპულარიზაციის გზით, რომელიც მოკლებულია სულიერებას და მატერიალისტური ახლომხედველობით ხასიათდება,  და ერთობას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებენ ილუზორული დაყოფის მოტივების - ენა, კანის ფერი, რასა და გეოგრაფია გაფართოებითა და განმტკიცებით. ისლამური საზოგადოება, რომლის მცირე ნაწილს  ჰაჯის სიმბოლურ რიტუალში ვიხილავთ, უნდა გამოფხიზლდეს. რაც ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ყველამ გონებაში გააძლიეროს ღმერთის რწმენა, ღვთისთვის შრომა, ღვთის სიტყვაზე ფიქრი, ღვთის აღთქმების რწმენა და მეორე მხრივ, შეძლოს განხეთქილებების და უთანხმოებების დაძლევა.


რაც დღეს დარწმუნებით შეიძლება ითქვას არის ის, რომ ამ ღირებული ძალისხმევისთვის მსოფლიოს და ისლამური სამყაროს ამჟამინდელი პირობები უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ოდესმე. 


რადგან, უპირველეს ყოვლისა, დღეს ისლამურ ქვეყნებში საზოგადოების, ან მისი ნაწილის საუკეთესო წარმომადგენლებმა და ხალხის მასებმა ყურადღება მიაქციეს მათ დიდ ინტელექტუალურ და სულიერ სიმდიდრეს და გააცნობიერა მისი მნიშვნელობა და ღირებულება. დღეს, ლიბერალიზმს და კომუნიზმს, როგორც დასავლური ცივილიზაციის ყველაზე მნიშვნელოვან საჩუქარს, აღარ აქვს ისეთი სახე, როგორიც ასი, ან თუნდაც ორმოცდაათი წლის წინ. დასავლური, ფულზე ორიენტირებული დემოკრატიის რეპუტაცია სერიოზული კითხვების წინაშე დგას. ისლამურ სამყაროში ახალგაზრდები, ინტელექტუალები, მეცნიერები, რელიგიის წარმომადგენლები, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, იქმნიან ახალ შეხედულებას საკუთარი ცოდნის სიმდიდრეზე, ისევე როგორც მათი ქვეყნებისთვის საერთო პოლიტიკურ გეზზე და  სწორედ ეს არის ის ისლამური გამოღვიძება, რომელზეც ჩვენ მუდამ ვსაუბრობთ.


მეორე, ამ ისლამურმა თვითშეგნებამ შექმნა მშვენიერი და საოცარი ფენომენი ისლამური სამყაროს გულში, რომლის წინააღმდეგაც ქედმაღლურ ძალებს სერიოზული პრობლემები აქვთ. ამ ფენომენის სახელია „წინააღმდეგობა“ და მისი ჭეშმარიტებაა რწმენის, ჯიჰადისა და ნდობის ძალის გაჩენა. ამ საოცარი ფენომენის ერთ-ერთი გამოვლინებაა პალესტინა, რომელმაც მოახერხა სიონისტური რეჟიმი აგრესიული და სისხლისმღვრელი მდგომარეობიდან, თავდაცვისა და პასიურობის მდგომარეობაში გადაყვანა და მასზე არსებული პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პრობლემების თავსმოხვევა. წინააღმდეგობის სხვა თვალსაჩინო მაგალითები გვხვდება ლიბანში, ერაყში, იემენში და რამდენიმე სხვა ადგილას.


მესამე, ამ ყველაფერთან ერთად, დღეს მსოფლიო ისლამის ძლიერებისა და პოლიტიკური სუვერენიტეტის წარმატებული მოდელისა და საამაყო მაგალითის მომსწრეა ისლამურ ირანში. ისლამური რესპუბლიკის სტაბილურობა, დამოუკიდებლობა, პროგრესი და დიდება არის უზარმაზარი, მნიშვნელოვანი და მიმზიდველი მოვლენა, რომელსაც შეუძლია მიიზიდოს ყოველი გამოღვიძებული მუსულმანის აზრი და გრძნობა. ჩვენი, ამ სისტემის ზოგიერთი მსახურის უუნარობამ და ზოგჯერ მცდარმა ქმედებამ, რომლებმაც შეაფერხეს ისლამური მთავრობის ყველა სარგებლის მიღწევა, ვერ შეარყიეს მყარი საფუძვლები და მტკიცე ნაბიჯები, რომლებიც მომდინარეობს ამ სისტემის ძირითადი პრინციპებიდან და ვერ შეაჩერეს მატერიალური და სულიერი წინსვლა. ამ ძირითადი პრინციპების სიის სათავეშია ისლამის უპირატესობა კანონმდებლობასა და აღსრულებაში, ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში ხალხის უმრავლესობის ხმის გათვალისწინება, სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა და უნდობლობა რეპრესიული ძალების მიმართ; და სწორედ ამ პრინციპებს შეუძლია იქცნენ მუსლიმ ხალხებსა და მთავრობებს შორის კონსენსუსის მიზეზი და გახადონ ისლამური თემი ინტეგრირებული და ერთიანი მის ორიენტაციასა და თანამშრომლობაში.ეს არის ის საფუძველი და ფაქტორები, რამაც უზრუნველყო ისლამურ სამყაროში არსებული ხელსაყრელი მდგომარეობა ერთიანი მოძრაობისთვის. მუსლიმანურმა მთავრობებმა, რელიგიურმა და სამეცნიერო ელიტებმა, დამოუკიდებელმა ინტელექტუალებმა და სიმართლის მაძიებელმა ახალგაზრდებმა პირველ რიგში უნდა იფიქრონ ამ ხელსაყრელი ფაქტორებით სარგებლობაზე.


ბუნებრივია, რომ ამპარტავანი და ქედმაღალი ძალები, განსაკუთრებით ამერიკა, შეშფოთებულია ისლამურ სამყაროში ამ ტენდენციით და იყენებს ყველა საშუალებას მასთან დასაპირისპირებლად, რაც ახლაც ხდება. მედია იმპერიებითა და ომის "რბილი ძალის" მეთოდებით დაწყებული, ომის წამომწყებითა და მართული ომებით დამთავრებული, ცდუნებებითა და პოლიტიკური მხილებებით, მუქარით, მოსყიდვით დამთავრებული და სხვა და სხვა,  ყველა საშუალებით ცდილობს ამერიკა და სხვა ძალები, რათა ისლამური სამყარო გადაიყვანონ გამოღვიძებისა და ჭეშმარიტების გზიდან. კრიმინალური და ჩრდილოვანი სიონისტური რეჟიმი ამ რეგიონში არის ამ ყოვლისმომცველი ძალისხმევის ერთ-ერთი ინსტრუმენტი.


ღვთის მადლითა და ნებით, ეს მცდელობები უმეტეს შემთხვევაში წარუმატებელი აღმოჩნდა და ამპარტავანი დასავლეთი ყოველდღიურად სუსტდება ჩვენს მგრძნობიარე რეგიონში და ამ ბოლო დროს მთელ მსოფლიოში. ამერიკისა და მისი კრიმინალური თანამონაწილის, რეგიონის უზურპატორი რეჟიმის წარუმატებლობა ნათლად ჩანს პალესტინაში, ლიბანში, სირიაში, ერაყში, იემენში და ავღანეთში განვითარებულ მოვლენებში.


სხვა მხრივ, ისლამური სამყარო სავსეა მოტივირებული და ენერგიული ახალგაზრდებით. მომავლის ასაშენებლად ყველაზე დიდი კაპიტალი იმედი და თავდაჯერებულობაა, რომელიც ამჟამად ისლამურ სამყაროში, განსაკუთრებით კი ამ რეგიონის ქვეყნებში, უხვადაა. ჩვენ ყველა ვალდებული ვართ შევინარჩუნოთ და გავზარდოთ ეს კაპიტალი. თუმცა, ერთი წუთითაც არ უნდა დავივიწყოთ მტრის ვერაგობა; ავირიდოთ სიამაყე და დაუდევრობა,  გავძლიერდეთ და ფხიზლად ვიყოთ  ყველა სიტუაციაში,  ვევედროთ ყოვლისშემძლე  ღმერთს დახმარებისთვის. ჰაჯის ცერემონიალებსა და რიტუალებზე დასწრება დიდი შესაძლებლობაა ნდობისა და ვედრების, ასევე ფიქრისა და გადაწყვეტილების მისაღებად.


ილოცეთ თქვენი მუსლიმი ძმებისა და დებისთვის მთელს მსოფლიოში და შესთხოვეთ ღმერთს მათი წარმატება და გამარჯვება.


 


 


სეიედ ალი ხამენეი


14 თირი, 1401წ.


5 ივლისი, 2017წ.


| شناسه مطلب: 112255




گرجی



نظرات کاربران